უბედური შემთხვევა

2020-01-07 16:52:10

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში სანადირო თოფის გასროლის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სასიკვდილოდ მისმა 3 წლის ძმამ დაჭრა, რომელსაც იარაღი თამაშის დროს გაუვარდა.

როგორც ცნობილია, ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადაიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდათ, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მოზარდი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.