ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

2020-01-07 14:01:45

ახალქალაქის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. მამაკაცი სავარაუდოდ სიცივით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის გვამი გაყინული ნახეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას.