"ტამიფლუ"უფასოდ

2020-01-06 15:22:07

ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე), მედიკამენტ ტამიფლუს (იგივე "ოსელტამივირი") უფასოდ მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

"მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.