პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

2020-01-06 12:03:27

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება სინოდმა 31 ოქტომბერს მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა, გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს კი მკვლელობის მომზადებისთვის თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეეფარდა.

ბრიფინგზე პრეზიდენტმა შეწყალების ახალ კრიტერიუმებზეც ისაუბრა.