მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე კულტურის მიმართულებით დაინიშნა.
"ზოგადად დიპლომატიაში უკვე ძალიან აქტუალურია კულტურის მოღვაწების დიპლომატიის გამოყენება იმ კონტექსტში, რომ ხელი შეუწყონ კულტურის სფეროში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას და კულტურული კავშირების დამყარებას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, დავით გომართელს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2005 წელს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დავით გომართელი კარგად იცნობს იტალიურ კულტურას და ფლობს იტალიურ ენას.