ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

2020-01-05 18:32:26

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, გურჯაანის ცენტრში. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავმა სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი აფთიაქის კედელს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის შედარებით მძიმეა ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.