სუიციდის ფაქტი

2020-01-05 15:55:28

ფოთში, სამუშაო ოფისში, 59 წლის მამაკაცი ახლობლებმა გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თავი ფოთის მერიაში მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა მოიკლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ ოფისი, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს, კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმეზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.