თბილისში, თემქაზე ასებულ პედიატრიულ-პრივატ კლინიკაში, 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების მიზეზი, არსებული ინფორმაციით, მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.
გრიპის ვირუსის სიმპტომებით მცირეწლოვანი პაციენტი კლინიკაში 1 კვირის წინ 3-დღიანი ავადობით შეიყვანეს.
მას სიცხე და ცხელების ფონზე სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, რის გამოც ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მიუხედავად მკურნალობისა, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა, რის გამოც პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსის იდენტიფიცირება არ მომხდარა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოკვლევა დაიწყო. იყო თუ არა ეს H1N1 ვირუსი, ექიმის თქმით, ამის დადგენა ლაბორატორიაში შესაბამისი კვლევების ჩატრების შემდეგ მოხდება.