ბიჭმა მოხუცი გაგუდა და მანქანა გაიტაცა [video]

2020-01-05 01:40:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს. [ვიდეო/video]

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი.ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს. პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა

ბრალდებული ზ.დ.