ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში.
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავტომანქანაში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა, ადგილზე დაიღუპა 9 წლის ბავშვი, ხოლო სამს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: თრიალეთი