მამაკაცმა დეიდა მოკლა [video]

2020-01-03 17:35:08

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წყნორში, დისშვილმა დეიდა მოკლა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და დეიდას ფულს სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი შეშით დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.