ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი გარდაიცვალა, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
საინფორმაციო სააგანტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.