ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

2019-12-31 19:03:18

ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ფოტო არ ასახავს რელობას.