მომხმარებელმა კონსულტანტს თავში ფილა ჩაარტყა

2019-12-30 12:43:58

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ სპარში მომხმარებელმა კონსულტანტს თავში ფილა ჩაარტყა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.

დაზარალებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.