შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. [ვიდეო/video]
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ეკა მიქავა საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. ოჯახი, თვითმკვლელობის ამბავს არ ეთანხმება, გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, ქალი ჯერ სცემეს და შემდეგ ჩამოკიდეს.
ადგილობრივების თქმით, ქალს მეუღლე სისტემატურად სცემდა. თუმცა არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის ამის შესახებ არ მიუმართავთ.