მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ 65 წლამდე მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
„შემთხვევა 12:15 საათზე მოხდა. მგზავრი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა. საბედნიეროდ მამაკაცი გადარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შესაბამის საავადმყოფოში გადაიყვანა.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოხდა ძაბვის მიწოდების შეწყეტა. მეტრო ზონალურად მუშაობდა „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით. 12:40 წუთიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.