"ჩიკაგოს სკვერი" საზეიმოდ გაიხსნა [photo]

2019-12-28 19:28:46

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჩიკაგოს სკვერი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ახლადრეაბილიტირებულ რეკრეციულ სივრცეში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გაჭრეს.

გახსნის ცერემონიალს რიგითი რუსთაველები ეწრებოდნენ. ბავშვებისთვის რეკრეაციულ სივრცეში გასართობი შოუ-პროგრამები მოეწყო. ღონისძიებას მუსიკალურად რუსთავის კამერული ორკესტრი აფორმებდა.

პარალელურად, "ჩიკაგოს სკვერში" რუსთავის მერიის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო, მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები საინფორმაციო ბანერების სახით იყო წარმოდგენილი.

ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია 973 564  ლარი დაჯდა. კომპელქსური სარეაბილიტაციო სამუშაობის ფარგლებში, სივრცე სრულიად კეთილმოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სკვერში შესაძლებელია უფასო საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობა. გარდა ამისა, რეკრეაციული სივრცის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უსადენო ინტერნეტითა და ტელეფონის დამუხტვის წყაროთი, რაც რუსთავში ნამდვილად ინოვაციური პროექტია.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, ახლო მომავალში სკვერში სხვადასხვა პროექტის განხორციელება კიდევ იგეგმება, მათ შორის, დაგეგმილია რეკრეაციული სივრცის მეტად გამწვანება.