ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-12-28 19:19:05

ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში მსხვერპლით დასრულდა.

ავარიას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.