ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

2019-12-28 12:00:48

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გაფრინდაშვილი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე ხელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა.

საოკუპაციო ძალების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება 9 ნოემბერს მოხდა, მან ტყვეობაში 49 დღე გაატარა. შეგახსენებთ, გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.