ციხის მშენებლობა რუსთავში [video]

2019-12-28 00:29:57

"იუსტიციის მინისტრები ყოფილან და არ ვიცოდი", - ასე უპასუხა თეა წულიკიანმა "ინფო რუსთავის" მიერ დასმულ კითხვას, მოხდა თუ არა მასთან კომუნიკაციის გარეშე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის მიერ რუსთავში ციხის მშენბელობასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება. [ვიდეო/video]

საუბარია არჩილ თალაკვაძის ექსკლუზიურ ინტერვიუზე "ინფო რუსთავთან", სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის პროტესტი გაითვალისწინა და სავარაუდოდ, ციხის მშენებლობისთვის სხვა ლოკაცია მოიძებნება. რაც შეეხება შოთა რეხვიაშვილს, მან ერთ-ერთ აქციაზე შეკრებილ რუსთაველებს უთხრა, რომ მთავრობამ დაინახა ხალხის განწყობა და  ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით 2 შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

კითხვაზე, აშენდება თუ არა ციხე რუსთავში, იუსტიციის მინისტრს ერთადერთი პასუხი აქვს - "აშენდება".

თეა წულუკიანმა "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ საპროექტო სამუშაოები დასრულდა და ტენდერი მშენებლობასთან დაკავშირებით მომავალ წელს გამოცხადდება.