აშენდება თუ არა ციხე რუსთავში [video]

2019-09-15 00:04:34

რუსთავში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. [ვიდეო/video]

იუსტიციის სამინისტროში სააგენტოს განუცხადეს რომ ძალიან მალე მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, თუმცა პარლამენტის თავჯდომარემ, "ინფო რუსთავთან" ექსკლუზიურად განაცხადა რომ რუსთავში ციხის მშენებლობისთვის შესაძლოა სხვა ადგილი მოიძებნოს.

"პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დისკუსია, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი პოზიციაა მოიძებნოს ალტერნატიული გამოსავალი, რადგან თუ არ ვცდები ახლგაზრდული ცენტრი, რომელიც უკვე არსებობს იმ ტერიტორიაზე, მისი საქმიანობა რაიმე სახით არ შეფერხდეს თუ მის გვერდით სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდება. არ გამოვრიცხავ მისამართის შეცვლას, ვინაიდან ვიცი, რომ სამინისტრო ამ საკითხს განიხილავდა და ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ რომ რუსთავში ციხის დასახლებულ პუნქტთან მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.