H1N1-ის ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

2019-12-26 17:22:20

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში წელს H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს ვაქცინების მარაგში გარკვეული რაოდენობა აქვს.

"სახელმწიფოს აქვს მარაგში ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, დაახლოებით 8 000, რომელიც გამიზნულია რისკჯგუფებზე, პირველ რიგში, ორსულებზე და მაღალი რისკის მქონე ადამიანებზე. გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სავალდებულო. ის არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, ის არის მხოლოდ სარეკომენდაციო. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1" - აღნიშნა გამყრელიძემ.