ვანდალიზმის ფაქტი რუსთავის ცენტრში

2019-12-26 11:27:44

ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში.

მერის წინ მოედანზე, უცნობმა პირებმა დასასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები დააზიანეს. დაზიანებული ინვენტარის შესახებ ინფო რუსთავს ადგილობრივებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვანდალური ფაქტი სავარაუდოდ გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ცნობისთვის, რუსთავში ვანდალიზმის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ კოსტავას გამზირზე განთავსებული "ბიჭუნას" ქანდაკებაც დააზიანეს.

დაზიანებული იყო მოსწავლის სკულპტურებიც, რომელიც რუსთავსერვის ცენტრმა აღადგინა.

ვანდალური ფაქტები ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ქუჩებზე, სკვერებსა თუ პარკებში ფიქსირდება.