"ბიჭუნა კოჭებში გადატეხეს" [photo]

2019-12-09 16:24:41

კოსტავას გამზირზე განთავსებული "ბიჭუნას" ქანდაკება კიდევ ერთხელ დააზიანეს. ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სკულპტურასთან მიმართებაში უკვე მეექვსედ გამოვლინდა.

ამჯერად დაუდგენელმა პირებმა "ბიჭუნა" ქვედა კიდურებში გადატეხეს, გადატეხილი რკინის კონსტრუქცია კი ახლა წაქცევის პირასაა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ინტერაქციული ბიჭუნა რამდენჯერმე დააზიანეს, მისი დემონტაჟი და რესტავრირება მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, რესტავრირებული ქანდაკება უცნობი პირების სამიზნე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.