ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

2019-12-25 17:25:08

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არასეულწლოვნებიც არიან. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ჩაქვში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და  ხევში გადავარდა.
საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.