2019-12-23 23:48:52
ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვარზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცეცხლი ხე-მცენარეებს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ რომ - "ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს 5 ეკიპაჟი და 80 მეხანძრე".
ცეცხლის ლოკალიზება ამ დროისთვის მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან რუსთაველი მეხანძრეებიც.