ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანია.
ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც, ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შსს-ში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.
ფოტო: აჭარის მაუწყებელი