მცნება მეცხრე, არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა - ამ სიტყვებით იწყება "პანდა"-ს ახალი ვიდეო. [ვიდეო/video]
ვიდეოს ავტორები ყვებიან რომ მათ უამრავი შეცდომა დაუშვიათ თუმცა ამ შემთხვევაში არ თვლიან რომ დამნაშავეები არიან.
"პანდა" ინფორმაციას რომელიც მედიაში მათ შესახებ გავრცელდა, ტყუილს უწოდებს და აცხადებს რომ "მთავარმა" არხმა და ტელეკომპანია "ფორმულა"-მ თანამშრომლობა შესთავაზეს თუმცა მათ "პანდა"-ს რესურსი სათავისოდ ვერ გამოიყენეს.
"პანდა" აცხადებს რომ ბრძოლას განაგრძობს და საკუთარ ძალას ამჯერად რიგითი ადამიანების დასაცავად გამოიყენებს.
აღსანიშნავია რომ ვიდეოს განთავსებიდან რამდენიმე წუთში ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა, რის გამოც "პანდა"-მ ყველა კომენტარი წაშალა და გამოხმაურებაზე შეზღუდვა დააწესა.
შეგახსენებთ რომ სარეკლამო კომპანიასა და სამთავრობო გუნდს შორის კავშირზე ფეისბუქი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავდა.