ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

2019-12-19 23:45:51

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. სამედიცინო დაწესებულების ქირურგი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ იქნა შემოყვანილი პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით. აღინიშნება პოლიტრავმა, დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები. მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით. პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით, ასევე აღენიშნება მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები და თავის, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა, ნაკვეთი და დაჟეჟილი. ჩავატარეთ შეაბამისი ოპერაცია, პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. ნეორექირურგი გადაწყვიტავს მის მკურნალობის შემდეგ ტაქტიკას. მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე", - განაცხადა სამედიცინო დაწესებულების ქირურგმა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს ჭრილობები თბილისში, ვერაზე, ურთიერთ შელაპარაკების შემდეგ უცნობმა პირებმა მიაყენეს და ადგილიდან მიიმალნენ.