ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი ნახეს

2019-12-19 11:26:00

აბაშაში 17 წლის მოზარდი, სალომე ქურდობაძე გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდმა თავი მოიკლა თუმცა უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი.

სალომე ქურდობაძემ გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, რომელიც თვითმკვლელობის ადგილზე იპოვნეს. არასრულწლოვანი ოჯახს და მეგობრებს ბოდიშს უხდის.

"გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად" - ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც გოგონამ სიკვდილამდე სოციალურ ქსელში დაწერა. 

17 წლის გოგონა სოფელ სამიქაოს სკოლის მოსწავლე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.