ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციელი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციელს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმში პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.
წყარო: აჭარის ტელევიზია