2 წლის ანიტას გულის ოპერაციის ჩასატარებლად ინდოეთი მზადაა. როგორც ბავშვის ახლობლები ამბობენ, ინდოეთი თავიდანვე თანახმა იყო ანიტას მიღებაზე, უბრალოდ, ფრენის დიდი რისკისა და ხანგრძლივობის გამო ამ ვარიანტს თავიდან არ განიხილავდნენ.
,,მე ვთხოვე ჩვენს ელჩს ინდოეთში, რომ დღევანდელ ჩვენ შეკრებაზე არ დარჩეს და გაემგზავროს ინდოეთში, რადგანაც ამ ბავშვის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.დაგვთანხმდა ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა, რომ შესაბამისი ოპერაცია ჩატარდეს. ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ''- ელჩების კონფერენციის გახსნაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ანიტა ამ დრომდე ავსტრიაში რჩება, სადაც მისთვის გული ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოპერაციისთვის ბავშვი ავსტრიის მოქალაქე უნდა ყოფილიყო. ავსტრიელი და ინდოელი ექიმები ერთობლივად მსჯელობენ ანიტას მდგომარეობაზე, რამდენად სარისკოა ფრენა ამ მომენტისთვის. ბავშვის ოპერაციაზე უარი თქვეს იტალიისა და ბელორუსიის კლინიკებმაც.