ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

2019-12-17 15:48:26

თბილისის საკრებულოში კვლავ ხმაურია.

ოპოზიციის წარმომადგენლები, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს შეხვდნენ.

ისინი მოითხოვენ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს.

საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე, განაცხადა, რომ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც  ცნობილი გახდება დატოვებს თუ არა ერეკლე კუხიანიძე თანამდებობას.