ხმაურია თბილისის საკრებულოში.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის, კაბინეტში შევიდნენ, სტიკერები "შეცვალე“ და "ვაჟა ექიმი გმირია“ გააკრეს და კარავი გაშალეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
ისინი ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს აპროტესტებენ. მათი აზრით, დეპუტატმა შეურაცხყოფა მიაყენა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. ისინი მოითხოვენ, რომ მან თანამდებობა დატოვოს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.