წელს თეთრი ლითონის ვირთხის წელი მოდის. ვირთხის წელი კარგი იქნება ფინანსურად. მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო სუფრა წესების დაცვით იყოს გაწყობილი რამდენიმე რჩევა გვაქვს.
თეთრ ვირთხას ღია ფერები უყვარს, შესაბამისად ახალი წლის ღამეს თეთრს ან ნაცრისფერს მიანიჭეთ უპირატესობა. მოერიდეთ შავ ფერს, მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, უბრალოდ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ლითონის ვირთხარ მოსწონს ბრჭყვიალა ნივთები. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ყველი და თხილი. მოერიდეთ სუფრაზე ღორის ხორცის დადებას. თეთრ ვირთხას ასევე არ მოსწონს მკვეთრი სუნები, ამიტომ სუფრაზე არ დადოთ მწნილები. ასევე მოერიდეთ ძლიერ სასმელებს, მისაღებია მარცვლეულზე მომზადებული სასმელი. მაგიდის სუფრა შეარჩიეთ ღია ფერის, ხოლო ჭურჭელი ბრლოსა და ვერცხლის უნდა იყოს.
გახსოვდეთ, რომ თეთრი მეტალის ვირთხას მხოლოდ ნატურალური და ახალი საკვები უყვარს, ამიტომ სწრაფი კვების პროდუქტებზე, ნახევარფაბრიკატებსა და კონსერვებზე უარი თქვით.