პირი რომელმაც "ბიჭუნა" დააზიანა იდენტიფიცირებულია

2019-12-10 00:23:09

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ რუსთავის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით პირი რომელმაც "ბიჭუნა"-ს ქანდაკება დააზიანა იდენტიფიცირებულია.

"ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილია რომ ქანდაკება 15 წლის ბიჭმა დააზიანა. "მოზარდი სკულპტურას მუშტებს ურტყავდა და საბოლოოდ ძირში გადატეხა" - ამის შესახებ სააგენტოს თვითმხილველმა განუცხადა.

პოლიციამ ფაქტის დამადასტურებელი კადრები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან სავარაუდოდ უკვე ამოიღო.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს".