დაკარგულ მამაკაცებს ამ დრომდე ეძებენ [photo]

2019-12-03 11:30:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დაკარგული ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადგილზე იმყოფებიან მამაკაცების ოჯახის წევრებიც, რომლებიც აცხადებენ რომ, მამაკაცები, ჯანდარში თბილისიდან სანადიროდ ჩავიდნენ, ნავით ტბაში შევიდნენ, რის შემდეგაც გაუჩინარდნენ.

სამძებრო სამუშაოებში, დილიდან სპეცტექნიკა ჩაერთო, რომელიც ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს აწარმოებს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში, ჩართულია ასევე აზერბიჯანის სამაშველო სამსახურიც.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცები 2 დეკებერს ტბაში ნავით შევიდნენ, რის შემდეგაც გაუჩინარდნენ.