ტბაში ორი მამაკაცი გაუჩინარდა

2019-12-02 13:09:24

საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცები ტბაში ნავით შევიდნენ, რის შემდეგაც დაიკარგნენ.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო სამუშაოებში, ვერტმფრენი ჩაერთვება.