პოლიციამ ორი პირი დააკავა [video]

2019-12-01 16:13:28

პოლიციამ პანკისის ხეობაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. [ვიდეო/video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ორ დაჯგუფებას შორის სისიხლიანი დაპირისპირება ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი, მალხაზ მუთოშვილი გარდაიცვალა. დაპირისპირების მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, ჰესების საკითხი გახდა.