ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

2019-11-27 14:44:58

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი.

დაჭრილები ამ წუთებში თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი ჰესის მშენებლობა გახდა.

თანასოფლელებს შორის დავა “ხადორი3 “ საკითხზე დაიწყო-უნდა აშენდეს თუ არა პანკისში ჰიდროელექტრო სადგური.

ოჯახების ნაწილი გადაწყვეტილებას ეთანხმება, ნაწილი არა. მოსახლეობის ინფორმაციით, კონფლიქტიც სწორედ განსხვავებული პოზიციების გამო მოხდა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.