მედიკამენტები ისევ გაძვირდა

2019-11-29 13:37:14

საქართველოში მედიკამენტების გაძვირებამ ბოლო რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

წამლის ფასი იზრდება მაშინ, როდესაც უფასურდება ეროვნული ვალუტა, თუმცა თითქმის არასდროს იაფდება მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. საგულისხმოა ისიც, რომ მედიკამენტები გაუფასურებული ლარის პირდაპირპროპორციულად არასდროს ძვირდება, მასზე ფასი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ლარი უფასურდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11,2%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა.

გთავაზობთ რამდენიმე დასახელების მედიკამენტის ფასს, 1 წლის წინ და ახლა:

„ამრა ფორტე“ - 24 ლარიდან 28 ლარამდე გაძვირდა

„ორონორმი“ (სპრეი)17-18 ლარიდან - 31 ლარამდე

„სელევადინი“ 15 ლარიდან - 22,5 ლარამდე

„ნიმესილი“ 40 თეთრიდან - 60 თეთრამდე

„ომეპრაზოლი“ 40 თეთრიდან - 70 თეთრამდე

„ფაგიო“ ( სპრეი ) 15 ლარიდან - 20 ლარამდე

„კალციქეა“ 20 ლარიდან - 34,9 ლარამდე

ვალერიანის აბები - 40 თეთრიდან 70 თეთრამდე

„ენოზიდ H“ 4,7 ლარიდან - 5,7 ლარამდე და ა.შ.

უფრო მე­ტით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლია დე­ფი­ცი­ტუ­რი წამ­ლე­ბი. ასევე გა­ცი­ე­ბის და გრი­პის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.