ოცნების პარტ.აქტივის მობილიზება რუსთავში

2019-11-25 17:58:22

პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის ბიუროსთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან შეკრებილი. პარტიის ამომრჩევლები ადგილზე 16:00 საათზე მივიდნენ.

"ინფო რუსთავის"ინფორმაციით, მმართველი გუნდის მხარდამჭრები ბიუროსთან ოპოზიციის აქცია-პერფორმანსს, კერძოდ კი ბიუროს შესასვლელის დაბოქლომებას ელოდებიან.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ ოპოზიცია დღეს მხეიძის ბიუროსთან არ მივა. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭრებთან ერთად უკვე წავიდნენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

სავარაუდოდ, მხეიძის ბიუროსთან "ქართული ოცნების" ამომრჩევლებმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის შესასვლელზე ცოცხი გააკრეს, ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა კი საპასუხოდ დღეს, 16:00 საათზე აქცია-პერფორმანსის ჩატარება დაანონსა.