"ბიძინა ივანიშვილი მალე გაიცოცხება"

2019-11-25 17:10:09

“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო იმედაშვილმა პარტიის ოფისის შესასვლელზე განთავსებულ ცოცხს ბიძინა ივანიშვილის ფოტოები მიაკრა.

როგორც ნინო იმედაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, “ქართულ ოცნების” ერთადერთი პასუხი შეუსრულებელ დაპირებებზე ცოცხია, რაც მისი თქმით, უნდა დასრულდეს.

“8 წელია ქართული ოცნება მართავს ქვეყანას და მათი უამრავი შეუსრულებელი დაპირების პასუხი ყოველთვის ცოცხია. ჩვენ სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურათს მივაკრავთ ამ ცოცხს, იმის სიმბოლოდ, რომ ის და მისი საცეცები, რომლებიც რუსთავშიც არიან, ძალიან მალე გაიცოცხებიან. ქართველი ხალხი არასოდეს არავის პატიობდა თავზე გადავლას, შეურაცხყოფას და ამდენ შეუსრულებელ დაპირებას”, - აცხადებს ნინო იმედაშვილი.

მისივე თქმით, ცოცხი ოფისის შესასვლელზე პაატა მხეიძის მხარდამჭერებმა გააკრეს. იმედაშვილმა მხეიძე საჯარო დებატში გამოიწვია. დეპუტატის შეთავაზებაზე დიალოგთან დაკავშირებით იმედაშვილმა აღნიშნა, რომ მხეიძესთან მხოლოდ კამერებთან, ჟურნალისტების თანდასწრებით ისაუბრებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI