ცოცხი "ევროპული საქართველოს" ოფისთან [photo]

2019-11-25 12:32:39

რუსთავის “ევროპული საქართველოს” ორგანიზაციის ოფისთან უცნობმა პირებმა ცოცხი მიიტანეს. ოფისის კარზე ცოცხი სპეციალური საშუალებებითაა გაკრული.

“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის ლიდერი, ნინო იმედაშვილი “ინფო რუსთავთან” საუბარში აცხადებს, რომ ცოცხი ოფისთან პაატა მხეიძის მხარდამჭერებმა მიიტანეს. იმედაშვილის თქმით,  დღეს, 16:00 საათზე, მათ, აქცია პერფორმანსით უპასუხებს.

შეგახსენებთ, “ცოცხი ბოქლომის სანაცვლოდ”, მსგავსი ტიპის შეთავაზება ჰქონდათ პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებთან, პაატა მხეიძის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქტივისტებმა პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაბოქლომება სცადეს, დეპუტატის მხარდამჭერებმა კი აქტივისტებს ბოქლომის ცოცხში გაცვლა შესთავაზეს.