ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

2019-11-21 17:12:24

გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვნეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობები აღენიშნება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა, ამიტომ შესაძლოა საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს.

ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.

სიკვდილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

RUSTAVI