თბილისში ნეიროქირურგი, გოგი მაღალაშვილი სცემეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ექიმსა დი მისი პაციენტის ახლობეკს შორის მოხდა. სიტყვიერი კამათი ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს-ში განუცხადეს რომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.