ლილოს გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

2019-11-13 22:15:00

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები ამ დრომდე სამედიცინო დაესებულებაში რჩებიან.

34 წლის მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" რეანიმაციურ განყოფილებაშია, მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა ისევ სტაბილურად მძიმეა.

იაშვილის კლინიკაში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 10 წლის მოზარდიც.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე 10 ნოემბერს მოხდა.

ერთმანეთს "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარია მსხვერპლით დასრულდა დაიღუპა 2 ადამიანი, 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი, ხოლო 6 კი დაშავდა.