სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

2019-11-12 13:57:51

რუსთავის #17 საჯარო სკოლას მწერალ ლევან გოთუას სახელი მიენიჭება - ამის შესახებ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

#17 სკოლის დირექტორის, ნელი ლიქოკელის თქმით, მწერლის შესახებ ინფორმაცია ძალიან მცირეა და აღნიშნული ცვლილება მის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

"ვინაიდან არ არის ბევრი მასალა და პოპულარიზაცია სჭირდებოდა, ჩვენ, ჩვენი სურვილით რა თქმა უნდა უკეთესად გავაცანით ლევან გოთუას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოსწწავლეებს და ასე ერთხმად მივიღეთ ეს გადაყვეტილება, რომ სამომავლოდ უფრო მეტად თან ახალგაზრდებთან უფრო მეტად იყო დაკავშირებული მისი ცხოვრება და უკავშირდებოდა იმას რომ ახალგაზრდებისთვის გაეცნო მთელი საქართველო  მთელი მისი შემოქმედება მათ არსრდისადმი იყო მიძღვნილი და საინტერესო აღმოჩნდფა ეს ჩვენი ახალგაზრდებისთვისაც", -  განაცხადა #17 სკოლის დირექტრომა ნელი ლიქოკელმა.

კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი, ხმათა უმრავლესობით, განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.