12 ნოემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-11-11 17:57:45

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12  ნოემბერს  13:00-დან  16:00  საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში დ.გარეჯის,   მაიაკოვსკის, ოსტროვსკის და მიმდებარე ქუჩებზე.  

სარეაბილიტაციო სამუშაოების  დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.