რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე

2019-11-11 14:20:35

რუსთავში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული, 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. ასევე, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა 2019 წელს მიმდინარე პროექტების შესრულების ტემპები და ვადები განიხილეს.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისი პროგნოზით, მუნიციპალიტეტები მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების მაქსიმალურად ათვისებას მოახდენენ.

"ამ ეტაპისთვის ვეტევით სრულად ვადებში. 70%-ს უახლოვდება საკასო და ადგილობრივი ბიუჯეტები. გადამწყვეტი იქნება ნოემბრის წარმატებულად დასრულება და ბუნებრუივია წინ გვაქვს დეკემბერი. პოროგნოზით, ჩვენ საკასო ვალდებულებებს შევასრულებთ", - აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

რაც შეეხება 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებს, რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ პროეტებზე ტენდრების გამოცხადება მიმდინარე თვიდან დაიწყო. "წელს ნოემბრიდან შეგვიძლია ტენდერებისს გამოცხადება, იმიტომ, რომ პროექტები დასახული და განსახორციელებელი გეგმების უკვე მზად გვაქვს და კიდევ ვიგებთ დროს იმისთვის, რომ 2020 წელი დავგეგმოთ საფუძვლინად", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.